შაჰანი
შაჰანი | |
---|---|
შაჰანი | |
კოორდინატები: 45°43′06″ ჩ. გ. 29°51′45″ ა. გ. / 45.71833° ჩ. გ. 29.86250° ა. გ. | |
მდებარეობა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ოდესის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | –0,4 მ |
სიგრძე | 9 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ფართობი | 71 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 2,4 მ |
მარილიანობა | ~ 30 ‰ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
შაჰანი (უკრ. Шагани) — ლიმანი[1] უკრაინაში, ოდესის ოლქში. გაწოლილია შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან –0,4 მ-ით დაბლა. მდებარეობს სასიკის ტბასა და ალიბეის ტბას შორის. ზედაპირის ფართობი 71 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,4 მ. ზღვიდან გამოყოფილია ქვიშის ცელათი. დაკავშირებულია ალიბეის ტბასთან. საფუძველი ლამბაქისებრი ფორმისაა, მოსწორებული ფსკერით, რომელიც დამრეცია შაჰანისა და ალიბეის შემაკავშირებელი სრუტის მიმართულებით.[1]
ფსკერის ფორმა არის ირიბი მაჩვენებელი იმისა, რომ შაჰანის ლიმანი წარმოიქმნა დაახლოებით 5000 წლის წინ ეროზიული დეპრესიის თანდათანობითი დაძირვის შედეგად. ფსკერის ნაწილი გარეგანი მხარით აბრაზიულ ტერასას წარმოადგენს, რომელიც ლიმანური ტალღებითაა გამომუშავებული, რაც აღმოჩენილია ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. ნაყარი, რომელიც შაგანს გამოჰყოფს ზღვისაგან ქმნის განსაკუთრებულ ჰიდროქიმიურ რეჟიმს.[1]
ნაყარში არსებული ფარვატერით უკავშირდება შავ ზღვას. ქვაბული წაგრძელებული არასწორი ფორმისაა, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ჩრდილოეთით მდებარე ნაპირი წარმოქმნის ღერძს. სამხრეთი ნაპირი დამრეცია. შაგანს აქვს ხუთი განშტოება: დასავლეთით მდებარე 1 უსახელო განშტოება და ჩრდილოეთით მდებარე 4 განშტოება — მაგალა, მართაზა, უსახელო და ბუდური. აღმოსავლეთით ებჯინება ალიბეის ტბას, ხოლო დასავლეთით განლაგებულია ტბა პატარა სასიკი. წყლის დონის ვარდნის გამო ახასიათებს ნაწილობრივი დაშრობა და დამლაშება. ფსკერი დაფარულია შავი ლამით, ადგილ-ადგილ ქვიშით.[1]
გვხვდება 20-ზე მეტი სახეობის თევზი. სარეწაო სახეობებში პირველი ადგილი უკავია კეფალს. შაჰანი — სასიკი — ალიბეი — ბურნასის სიტემამ მიიღო საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი როგორც წყლის ფრინველთა ბუდობის ადგილმა და შეტანილია რამსარის კონვენციის საერთაშორისო სიაში.[2] ტბის ნაწილი მოქცეულია ტუზლოვსკის ლიმანების ეროვნული პარკის შემადგენლობაში. 1812 წლამდე ეწოდებოდა მურთაზა.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Физико-географические черты природы лиманов Шаганы и Алибей на побережье Черного моря[მკვდარი ბმული]
- ↑ Ramsar Sites Information Service // Sasyk Lake
- ↑ Тузловські лимани / Історія. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-01. ციტირების თარიღი: 2019-08-01.