კეფალი
| კეფალი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Mugil cephalus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 135567 | ||||||||||||
| ||||||||||||
კეფალი ან ლობანი (ლათ. Mugil cephalus) — თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. გვერდებზე 12 მურა ზოლი გასდევს. მისი სხეულის სიგრძეა 75 სმ, წონა 3,5 კგ-მდე. ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკულ ზღვებში. გავრცელებულია შავ ზღვაშიც. ზღვის ჯოგური და მოძრავი თევზია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-8 წლისა. ქვირითი პელაგიურია. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. სარეწაო თევზია. ლიმანური, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პერსპექტიული ობიექტი. გემრიელი თევზია.
ხშირად შედის მტკნარ წყლებში, ოკეანეებისა და ზღვების სანაპიროების ტბებში, ყურეებში, ტბორებში. ლიფსიტა იკვებება დეტრიტით და პლანქტონით, ხოლო მოზრდილი კეფალი – შლამსა და ქვა-ქვიშაზე წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, წვრილი მოლუსკებით. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროსთან გავრცელებულია ყველგან. შედის მდინარეების შესართავებში, გვხვდება ასევე პალიასტომისა და ნურის ტბებში. სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. ბუნების დაცვის კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეფალი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
