შინაარსზე გადასვლა

აბრაზიული ტერასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაზიული ტერასა, ბენჩი (ინგლ. bench) — ზღვის ფსკერის ზედაპირის სანაპირო ნაწილი, რომელიც აბრაზიული პროცესებითაა დამუშავებული. მისი განივი პროფილია ნაპირთა მცირედ, ხოლო ფუძესთან მეტად დახრილი ამოზნექილი მრუდე ხაზი. ძველი აბრაზიული ტერასა შეიძლება იყოს დაძირული (წყლით დაფარული), ან ზღვის დონეზე მაღლა ამოწეული.

ასეთი ამოწეული აბრაზიული ტერასები ზღვის პირას ტერასულ ვაკეს ქმნის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]