ყუმის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყუმის ტაძარი
Qum məbədi1.JPG
ყუმის ტაძარი (აზერბაიჯანი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°27′30″ ჩ. გ. 46°54′40″ ა. გ. / 41.45833° ჩ. გ. 46.91111° ა. გ. / 41.45833; 46.91111
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები
Kumi church plan.jpg

ტაძრის გეგმა

ყუმის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (აზერ. Qum məbədi) — VI საუკუნის ბაზილიკური ტაძარი ჰერეთში. მდებარეობს დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში.

ყუმის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (36,5х19,3 მ), რომელიც გეგმის კომპოზიციითა და სივრცობრივ-ხუროთმოძღვრულ ბაზილიკურ ფორმით ენათესავება ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრებს. შეიძლება ითქვას, რომ ყუმის ტაძრის გეგმა ზემოთხსენებული ტაძრების გეგმის კომპოზიციების განმეორებას წარმოადგენს.

ძეგლის შესახებ პირველი ცნობები სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებულია ა. ხახანაშვილის მიერ 1895 წელს. აღნიშნული ძეგლის მეცნიერულ შესწავლას ხელი მოჰკიდა არქიტექტორმა პ. ბარანოვსკიმ, რომელმაც პირველად აწარმოა ყუმის ტაძრის არასრული, დაუმთავრებელი არქეოლოგიური გათხრები 1940 წელს.

ყუმის ტაძარზე ყოფილა ასომთავრული ქართული წარწერები, მაგრამ ამჟამად წარწერებიანი ქვები ყველა დაკარგულია და სადღეისოდ ამ ძეგლის შესახებ ადგილზე არავითარი ეპიგრაფიკული სახის ნიშნები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.

1946 წ. არქიტექტორ პ. ბარანოვსკის მოწვევით, ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა ადგილზე დაათვალიერა, ეს ძეგლი. მისი აზრით ყუმის ბაზილიკის ფორმა, გეგმის კომპოზიცია, ტრომპების გამოყენება და მრგვალი მოხაზულობის აგურის ბურჯების ამოყვანა, თავისთავად არ ეწინააღმდეგება, რომ ყუმის ტაძარი მივაკუთვნოთ VI-VII საუკუნეებს.

ფოტო გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მარჯანიშვილი, ჰერეთი, თბ., 2005
  • ზ. ედილი, საინგილო, თბ., 1947
  • გ. მარჯანიშვილი, ორი ნაკლებად ცნობილი ძეგლი ისტორიული ჰერეთიდან, ძეგლის მეგობარი,1984, კრ. 67
  • ი. ადამია, ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», №. 19, გვ. 47-50, თბ., 1969 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]