ყუმბარების დამამზადებელი სახელოსნო
იერსახე
ყუმბარების დამამზადებელი სახელოსნო — ისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, ნამოსახლარ თეკნარაზე, ტყეში. დანგრეულია: შემორჩენილია კედლები 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. 1905 წელს იანვარ-ოქტომბრის რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, გორის მაზრის ბოლშევიკური ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მასების აქტიური შეიარაღებული გამოსვლების უზრუნველსაყოფად აქ არალეგალურად მოქმედებდა სახელოსნო, სადაც ამზადებდნენ ყუმბარებს. სახელოსნოში ექვსი კაცი მუშაობდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 190.