ყუდროს მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყუდროს ეკლესია.

ყუდროს მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, საყრდების ხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. გარედან ნახევარწრიული თაღით, ხოლო შიგნიდან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელი. კამარა ნახევარწრიული ფორმისაა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია სწორკუთხა მინაშენი, რომლის გადახურვა ჩამონგრეულია. მორღვეულია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების საპირე წყობა. შესასვლელი გაჭრილია დასავლეთ კედელში. კარის გადახურვა და წირთხლების ზედა ნაწილები ჩამოშლილია. აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, მის მარცხენა მხარეს სწორკუთხა ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]