ყვითელი ბილწა სოკო
იერსახე
| ყვითელი ბილწა სოკო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Amanita gemmata | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ყვითელი ბილწა სოკო[1] (ლათ. Amanita gemmata) — შხამიანი სოკო Amanitaceae-ის ოჯახისა. ჟანგმიწოვან-მოყვითალო კრიალა ქუდი აქვს, მშრალი, დიამეტრი 4-10 სმ. ნორჩ სოკოს ამობურცული, ხოლო მომწიფებისას ბრტყელი ქუდი აქვს. გვერდები დაღარულია. რბილობი მოყვითალო-მოთეთრო ფერისაა. ფეხი წაგრძელებული. სპორული ფხვნილი თეთრია. ქუდის შეფერილობა ცვალებადია. სახეობა პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[2] გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება საქართველოშიც.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ყვითელი ბილწა სოკო — ბოტანიკური ლექსიკონი
- ↑ ელიას მაგნუს ფრისი — Agaricus
- ↑ ყვითელი ბილწა სოკო — ინფორმაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-05. ციტირების თარიღი: 2014-02-23.