შინაარსზე გადასვლა

ყვავილების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსიპ ბროზ ტიტოს საფლავი

ყვავილების სახლი (სერბ. Кућа цвећа; ხორ. Kuća cvijeća; მაკედ. Куќа на цвеќето; სლოვენ. Hiša cvetja) — იუგოსლავიის პრეზიდენტის იოსიპ ბროზ ტიტოსა (1892–1980) და მისი მეუღლის, იოვანკა ბროზის (1924–2013) განსასვენებელი. მდებარეობს იუგოსლავიის მუზეუმის ტერიტორიაზე, ბელგრადი, სერბეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვავილების სახლი ააშენს 1975 წელს არქიტექტორ სტეპან კრალის პროექტის მიხედვით. იგი ააშენეს როგორც ზამთრის ბაღი სამუშაო და დასასვენებელი ადგილებით იოსიპ ბროზ ტიტოსთვის იმ რეზიდენციასთან, სადაც იგი ცხოვრობდა. იგი შედგება სამი ნაწილისაგან: ცენტრალური — ყვავილების ბაღი და ორი პარალელური ფართო დერეფანი გვერდებზე. შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს არის ღია ტერასა ბელგრადის ხედით. ცენტრალურ ნაწილში, პირადი სურვილისამებრ, 1980 წლის მაისში დაკრძალეს ტიტო, მის გვერდით 2013 წელს დაკრძალეს მისი მესამე და უკანასკნელი ცოლი იოვანკა ბროზი.

25 მაისი ახალგაზრდობის დღედაა გამოცხადებული და ამ დღეს ყვავილების სახლში იმართება გამოფენები. მუზეუმში გამოფენილია წერილობითი შეტყობინებები, რომლებიც ტიტომ მიიღო ესტაფეტებით, ბილეთები და აქციების პროგრამები და სხვა მასთან დაკავშირებული მასალა.[1]

იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ თითქმის ათი წლის განმავლობაში მთელი კომპლექსი (საფლავი და მემორიალური მუზეუმი) დაკეტილი იყო საზოგადოებისათვის და სამხედრო დაცვა სამუდამოდ მოიხსნა. თუმცა მუზეუმი კვლავ გაიხსნა ტურისტებისთვის და მათთვის, ვისაც ტიტოსადმი პატივისმიგება სურს. მავზოლეუმს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს 25 მაისს. გავრცელებული ინფორმაციით, მემორიალი 2004 წელს 11 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, ხოლო 1982-2012 წლებში 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა.[2][3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kuća cveća sh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 16 November 2022
  2. Titovi poklonici opsedaju Kuću cveća sh (4 May 2012). ციტირების თარიღი: 16 November 2022
  3. Kuću cveća 2004. posetilo 11.000 ljudi sh (17 December 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 16 November 2022