ყარანა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ყარანა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მწვანე ყარანა (Phylloscopus trochiloides) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Phylloscopus (Boie, 1826) | |||||||||||||
|
ყარანა[1][2], ყვითელმუცელა[3] (ლათ. Phylloscopus) — ფრინველთა გვარი ყარანასებრთა ოჯახისა. მათ სხეულის სიგრძეა 10–14 სმ, იწონიან 5–12,5 გ-ს. შეფერილობა მურა ან მომწვანოა, სხეულის ქვედა ნაწილი როგორც წესი ყვითელია, რამდენიმე სახეობას თვალების ზემოთ ღია ფერის „წარბი“ აქვს. გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში; 1 აზიური სახეობა ალასკამდეც აღწევს. ბინადრობენ სხვადასხვა განედებში — ბუჩქნარიანი ტუნდრიდან მუქწიწვოვან ტაიგამდე. ბუდობენ მიწაზე, ხეებზე ან ბუჩქებზე. ბუდე დახურულია, აქვს გვერდითი შესასვლელი. დებენ 4–8 წინწკლებიან ღია ფერის კვერცხს. კრუხობს უმთავრესად დედალი. ინკუბაცია 12–13 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან ობობებით, მწერებით, შემოდგომაზე ზოგჯერ კენკრითაც.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყარანა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 163, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
- ↑ Phylloscopus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ ყვითელმუცელა — ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა