ყარაბაღული ხალიჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ყარაბაღული ხალიჩა, სოფ. მალიბეილი შუშა (1813 წელი)

ყარაბაღული ხალიჩა (აზერ. Qarabağ xalçaları) — ყარაბაღში შექმნილი, ამიერკავკასიის ხალიჩების ერთ-ერთი ნაირსახეობა.[1] ყარაბახის ხალიჩების ქსოვა შეტანილ იქნა იუნესკოს ზეპირი შედევრებისა და არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში, როგორც აზერბაიჯანული ხალიჩების ქსოვის ნაწილი.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიჩის ქსოვის ხელოვნება ყარაბაღში საფუძვლიანად მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა, როდესაც ყარაბაღის მრავალ რაიონში მოსახლეობა ხალიჩების ქსოვით იყო დაკავებული, ძირითადად, კომერციული მიზნით. ამ პერიოდში შუშა ყარაბაღული ხალიჩების ქსოვის ცენტრი გახდა. შუშა ასევე ცნობილი იყო, როგორც ხალიჩების ქსოვის უძველესი ცენტრი. XIX საუკუნის ბოლოს აღინიშნებოდა, რომ შუშაში არსებული კუსტარული წარმოების ყველა სახეობიდან პირველ ადგილს, ნაკეთობათა ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით, ხალიჩების ქსოვა იკავებს და, რომ ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით, შუშას ხალიჩებსა და პალასებს პირველი ადგილი უკავია მთელს კავკასიაში და თითქმის მთელი წარმოება ქალაქში «თავმოყრილია თათართა ოჯახებში».[3] ХІХ საუკუნეში ქალაქი შუშა დიდი რაოდენობის ხალიჩების გასაღების ადგილი გახდა. ამასთან დაკავშირებით, ხალიჩების წარმოება ქალაქში სავაჭრო ხასიათს ატარებდა. ხელოვნებათმცოდნე ადილა კაზიევას მონაცემების თანახმად, ქალაქში მუშაობდნენ საუკეთესო ოსტატი-ხალიჩისმქსოველები. ადგილობრივი ვაჭრების რუსეთის, ევროპისა და აზიის ქვეყნების ვაჭრებთან ყიდვა-გაყიდვის პროცესი ხელს უწყობდა ყარაბაღული ხალიჩების აღიარებასა და ფართოდ გავრცელებას.[4] ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში შუშაში ხალიჩების წარმოება ყველაზე კოლორიტულ საქმიანობად ითვლებოდა ყარაბაღში. იგი სანიმუშო იყო არა მარტო მთელი ყარაბაღისა და ზანგეზურისათვის, არამედ, ასევე, გიანჯასა და კაზახაში. შუშიდან ხალიჩების წარმოების ტექნიკა გავრცელდა მეზობელ სოფლებსა და რაიონებში, პირველ რიგში კი მთიანი ყარაბაღის სოფლებში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Editors, The. Karabagh rug. Britannica.com. ციტირების თარიღი: 2018-01-04.
  2. Traditional art of Azerbaijani carpet weaving in the Republic of Azerbaijan - intangible heritage - Culture Sector. UNESCO. ციტირების თარიღი: 2018-01-04.
  3. Я. Зедгенидзе. Отдел I. Промысловые занятия в некоторых населённых пунктах Закавказья // Город Шуша. — Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. — Тифлис: Управление Кавказского учебного округа, 1891. — Т. XI. — С. 1-2.
  4. Казиев А. Ю. О видах народного бытового искусства // Искусство Азербайджана. — 1954. — № IV. — С. 22.
  5. Исаев М. Д. Ковровое производство Закавказья. — Тифлис, 1932. — С. 180-181.