ყაზახეთის პარლამენტი
იერსახე
| ყაზახეთის პარლამენტი Қазақстан Республикасының Парламенті | |
|---|---|
| ტიპი | |
| ორგანოს ტიპი | ორპალატიანი |
| პალატები |
სენატი მაჟილისი |
| ხელმძღვანელები | |
| სენატის თავმჯდომარე |
ყაირათ მამი, ნურ-ოტანი 2012-დან |
| მაჟილისის თავმჯდომარე |
ნურლან ნიგმატულინი, ნურ-ოტანი. 2012-დან |
| სტრუქტურა | |
| წევრები |
47 სენატორი 107 მაჟილისის წევრი |
| არჩევნები | |
| სენატის ბოლო არჩევნები | 15 იანვარი, 2012 |
| მაჟილისის ბოლო არჩევნები | 15 იანვარი, 2012 |
| სხდომების ადგილი | |
| საიტი | |
| www.parlam.kz | |
ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტი (ყაზახ. Қазақстан Республикасының Парламенті) — ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანო. შედგება ორი პალატისგან სენატისა და მაჟილისისაგან.
- სენატი (47 ადგილი). სენატი შედგება ყველა ოლქიდან, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებიდან და დედაქალაქიდან არჩეული დეპუტატებისაგან. 15 დეპუტატს ნიშნავს ყაზახეთის პრეზიდენტი. დეპუტატების უფლებამოსილების ვადაა — 6 წელი, არჩეული დეპუტატების რიგების განახლება ხდება 3 წელიწადში ერთხელ.
- მაჟლისი (107 ადგილი). 98 დეპუტატს ირჩევენ პროპორციული სიით იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც გადალახავენ 7 %-იან ბარიერს. 9 დეპუტატს ირჩევს ყაზახი ხალხის ასამბლეა . უფლებამოსილების ვადა — 5 წელი.
პარლამენტის დეპუტატი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ორივე პალატის წევრი.