ღრიანჭველა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღრიანჭველა

Astrodaucus orientalis
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Astrodaucus Drude, (1898)

ღრიანჭველა (ლათ. Astrodaucus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოგოსანთა ოჯახისა. გვარში სამი სახეობაა — Astrodaucus orientalis, Astrodaucus littoralis და Astrodaucus persicus.[1] მცენარის სიმაღლე 50-100 სმ-ს აღწევს. თეთრი, იშვიათად ვარდისფერი ყვავილები დიდ მრავალსხივიან ქოლგებად აქვს თავმოყრილი. იზრდება მშრალ ქვიან ფერდობებზე. საქართველოს გარდა გვხვდება ყირიმსა და კავკასიაში. ნაყოფისგან მიიღება სასიამოვნო სურნელების ზეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Astrodaucus — The Plant List. theplantlist.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 2019-03-13