ღირსი ნავკრატიუსი
იერსახე
ღირსი ნავკრატიუსი (გ. 848) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 ივნისი, ახალი სტილით - 21 ივნისი.
ღირსი ნავკრატიუსი წმინდა თეოდორე სტუდიელის (ხს. 24 ნოემბერს) მოწაფე იყო. მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისთვის და წმინდა ხატთა თაყვანისცემისთვის ნეტარმა მამამ ხატმებრძოლთაგან დევნა და შევიწროება დაითმინა. ამ მწვალებლობის დაგმობის შემდეგ კი პატრიარქმა მეთოდემ გადასახლებიდან გამოიწვია იგი და სტუდიონის მონასტრის იღუმენად დაადგინა. წმიდანი აღესრულა 848 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.