ღვრიაწყლის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღვრიაწყლის ნამოსახლარი.

ღვრიაწყლის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვრიაწყლის ჩრდილოეთით, ერთ კილომეტრზე, პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ხელოვნურად მოსწორებულ ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. ნამოსახლარზე აიკრიფა შავად გამომწვარი უხეშკეციანი ჭურჭლის ნამტვრევები და დოქის მრგვალგანივკვეთიანი სახელურები. მასალა დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]