ღვთისმშობლის საკრებულო ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვთისმშობლის საკრებულო ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. იდგა ძველი თბილისის ზემო უბანში, ანჩისხატის მახლობლად . ეკლესია 1680 წელს აუგიათ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე; დ. კარიჭაშვილის კატალოგი ეკლესიის აგების თარიღად 1960 წელს ასახელებს:

ვიკიციტატა
„„ტფილისსა და შინა არის ეკლესია მცირე სიონური ქვით-კირისა 1690-სა წელსა აღშენებული სარდრის ალექსანდრე ციციანოვი დედის, მეფის ვახტანგ მეხუთისა, შაჰნავასად წოდებულისა, ასულისა ელენე ბატონიშვილისაგან და შემდგომად მისსა დაქცეული კვალად პირველსავე საძირკველსა ზედა მისსა დაშენებით განახლებული მეფის ირაკლი მეორის ასულისა ... ბატონიშვილისა მარიამისაგან წელსა 1780-სა““

(პ. იოსელიანის მიხედვით, ეს მომხდარა 1775 წელს). 1835 წელს (პ. იოსელიანის მიხედვით - 1840 წელს) ეკლესია შეუკეთებია თავად ფარსანად ციციშვილს.

ვიკიციტატა
„„... და არის ესე ტაძარი ღვთისმშობლის...“.“

მართალია, ეკლესია აღადგინეს, მაგრამ იქ წირვა-ლოცვა არ სრულდებოდა. ამჟამად ღვთისმშობლის საკრებულო ეკლესია აღარ არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანაშვილი მ., საქართველოს დედაქალაქი ტილისი, ქუთ., 1899;
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 904