ღანძილი
Jump to navigation
Jump to search
ღანძილი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Allium ursinum | ||||||||||||||
|
ღანძილი (ლათ. Allium ursinum) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე ხახვისებრთა ოჯახისა. ივითარებს 15-50 სმ-მდე სიმაღლის სუსტ ღეროს, ძირთან — ორ მოგრძო-ელიფსურ ფოთოლს, წვერზე — ქოლგად შეკრებილ პატარ-პატარა თეთრ ყვავილებს.
აქვს ნივრის სპეციფიკური სუნი. ყვავილობს მაის-ივლისში. გავრცელებულია ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში. საქართველოში იზრდება ტენიან დაჩრდილულ ტყეებში, მთის შუა სარტყლამდე. მოხარშულ და შეკმაზმულ ნორჩ ღანძილს საჭმელად ხმარობენ, აგრეთვე ამწნილებენ და ამარილებენ. კარგი საშუალებაა სურავანდის საწინააღმდეგოდ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დავლიანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 583, თბ., 1986 წელი.