ღამის ია
იერსახე
| ღამის ია | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Hesperis | ||||||||||||
| ||||||||||||
ღამის ია (ლათ. Hesperis) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეებია. სოსანი, იისფერი, თეთრი ან მოყვითალო-მომწვანო ყვავილები აქვთ.
ცნობილია 25-30 სახეობა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება ღამის იის 4 სახეობა, რომელთაგან ერთი — ლათ. Hesperis matronalis ხშირად მოჰყავთ ბაღებში. მისი სოსანი ყვავილები საღამოობით ძლიერ სურნელოვანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 583.