ღამის დიდი ფარშევანგთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღამის დიდი ფარშევანგთვალა

ღამის დიდი ფარშევანგთვალა (ლათ. Satuenia puri) — პეპელა ფარშევანგთვალისებრთა ოჯახისა. ამ პეპელას ღამურას ადარებენ, სინამდვილეში კი, ღამურასთან საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ ღამეული ცხოველების ნირი ახასიათებს, მზის ჩასვლის შემდეგ აქტიურია. ღამის დიდი ფარშევანგთვალა გავრცელებულია მცირე აზიაში, ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, კავკასიაში, უკრაინასა და რუსეთში, ევროპული ნაწილის სამხრეთში. ბინადრობს მეჩხერი ხემცენარეებითა და ბუჩქნარით დაფარულ ღია ლანდშაფტებში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. მარტიდან ივნისის დასაწყისამდე აქტიურად იწყებენ გამოჩენას, ზოგჯერ ცალკეული ინდივიდების ნახვა შესაძლებელია შემოდგომაზეც. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე 160 მმ-ია. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქები აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს გავს. ეს პეპელა ტიპური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და ფრთებზე დახატული თვალებით სხვა ფრინველებსაც აფრთხობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]