შინაარსზე გადასვლა

ქუსეი ჰუსეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუსეი ჰუსეინი
დაბადების სახელი ქუსეი სადამ ჰუსეინი
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1966
ბაღდადი
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 2003
მოსული
მოქალაქეობა  ერაყი
ალმა-მატერი University of Baghdad და Baghdad College
საქმიანობა პოლიტიკოსი და სამხედრო პირი
მეუღლე(ები) საჰარი
შვილ(ებ)ი ჰასანი, ომარი, მუსტაფა, ზეინაბი
მშობლები მამა: სადამ ჰუსეინი
დედა: საჯიდა ტალფახი

ქუსეი ჰუსეინი (არაბ. قصي صدام حسين; დ. 17 მაისი, 1966 — გ. 22 ივლისი, 2003) — სადამ ჰუსეინის უმცროსი შვილი. რესპუბლიკური გვარდიის სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. იგი და მისი ძმა უდეი მოკლეს 2003 წლის 22 ივლისს აშშ-ის ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ქუსეი ჰუსეინი და მისი 14 წლის შვილი მუსტაფა დაკრძალეს სოფელ ალ-აუჯაში. 2007 წლის 13 იანვარს მოახდინეს მისი და უდეის ცხედრების ექსგუმაცია და დაკრძალეს სადამ ჰუსეინის გვერდით, რომელიც 2006 წლის 30 დეკემბერს დასაჯეს სიკვდილით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]