შინაარსზე გადასვლა

ქურაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქურაი, აგრეთვე ცნობილი როგორც კურაი ან კორაი

ქურაი (ҡурай) — არის გრძელი ღია ბოლოს მქონე ფლეიტა ორიდან შვიდამდე თითის ხვრელით. ის არის ბაშკირების და თათრების ეროვნული ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი არის ჩურის ტიპის.

ქურაის ყველაზე გავრცელებული ვარიანტი დამზადებულია უმბელიფეროვანი მცენარის ღეროსგან, რომელსაც ეწოდება ურალს ედგეპისთილი ან კამჩატკის პლეიროსპერმუმი (პლეუროსპერმუმ ურალენსი). ქურაის ღერო არის დაახლოებით 2-3 მეტრი სიგრძის. ის ყვავილობს ივლისში, შემდეგ შრება აგვისტო-სექტემბერში. მას ჭრიან სექტემბერში და ინახავენ მშრალ, ბნელ ადგილში. მის სიგრძეს იგებენ მცენარის ზომის ხელის გულთან შედარებით - ხელის გულის სიგრძეზე 8-10 ჯერ დიდი უნდა იყოს. პირველი ხვრელი უნდა გაკეთდეს ოთხი თითის დაშორებით მცენარის ღეროს დასაწყისიდან, შემდეგი სამი ხვრელი ორ-ორი თითის დაშორებით ერთმანეთისგან, მეხუთე და უკანა ხვრელი უნდა გაკეთდეს სამი თითის დაშორებით მეოთხედან.

ტატარ ქურაი

ქურაის სიგრძე დაახლოებით 510-810 მილიმეტრია. ქურაის დიაპაზონი შედგება სამი ოქტავისგან. ქურაი გამოიყენება, როგორც სოლო, ასევე ანსამბლში შესრულებისთვის. დღესდღეობით ქურაი შეიძლება დამზადდეს ფანერისგან. ის არის უფრო სტაბილური და მისი ხმა ბუნებრივი ქურაის ხმის მსგავსია.

მცენარეული ქურაის გარდა არსებობს სხვა ტიპის ქურაიც:

  • სორ-ქურაი - ერთგვარი ქურაი, რომელიც დამზადებულია ბაშკირების მიერ, ისინი ცხოვრობდნენ ველებში, სადაც ბუნებრივი ქურაის მცენარე არ იზრდებოდა, ამიტომ სორ-ქურაი დამზადებულია ველის ბალახისან, რომლის სიგრძე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ მისი დიამეტრი უფრო ფართოა. სპეციალისტების თქმით ის გამოიყენებოდა სიგნალების გადასაცემად.
  • სპილენძის ქურაი- ქურაი, რომელიც დამზადებულია სპილენძისგან. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ სახის ქურაის გამოყენება არაა მიზანშეწონილი, რადგან მავნეა ჯანმრთელობისთვის.
ბაშკირეთის დროშა

გამოჩენილი ქურაის შემსრულებლები არიან: კუბაგუშ-სასანი, ბაიკ-სასანი, ი. მურზაკაევი, გ. არგინბაევი, ი. იციანბაევი, ი. დილმუხამეტოვი, გ. სულეიმანოვი, კ. დიაროვი, რ. რახიმოვი, ი. გაინეტდინოვი, ა. აიტკულოვი და რ. იულდაშევი.

არსებობს უამრავი ქურაის შემსრულებლები, რომლებიც არიან ლაურიანტები და გამარჯვებულები საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების, საერთაშორისო სტუდენტთა და ახალგაზრდობის და სრულიად რუსეთის იშვიათ ინსტრუმენტებზე დამკვრელების კონკურსის მონაწილეები.

ბაშკირეთის დროშაზე და სახელმწიფო გერბზე გამოსახულია ქურაის ყვავილის ნახატი.

  • Seryogina, Olesya. (October 24, 2007) Musician's Seven Kurais. Culture. BASHvest. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 22, 2011. ციტატა: „Music performed on this wonderful Bashkir national instrument is understandable and dear to all.“ ციტირების თარიღი: December 26, 2007.
  • Belaiev, Victor (1963). „The Formation of Folk Modal Systems“. Journal of the International Folk Music Council. 15: 4–9. doi:10.2307/836227. JSTOR 836227.