შინაარსზე გადასვლა

ბაშკირეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის დროშა
მიღებულია 12 თებერვალი, 2003
პროპორცია 2:3
ავტორთა კოლექტივი
ო. ასაბინა, უ. მასალიმოვი
წინა დროშები

25 თებერვალი, 199212 თებერვალი, 2003
პროპორცია 1:2

ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა

ბაშკირეთის დროშაბაშკირეთის რესპუბლიკის ოფიციალური სიმბოლო. 2001 წლიდან 25 თებერვალი ბაშკირეთში სახელმწიფო დროშის დღეა.

1992 წელს ბაშკირეთის სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ ქვეყანას სახელი გადაარქვა და უწოდა ბაშკირეთის რესპუბლიკა[1]. ამავე დღეს მიიღეს ბაშკირეთის რესპუბლიკის დროშაც პროპორციით 1:2[2].

ამჟამინდელი დროშა ახალი პროპორციებით მიიღეს 2003 წლის 12 თებერვალს სახელმწიფო კრების საკანონმდებლო პალატის, ყურულთაის, სხდომაზე [3].

ბაშკირეთის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2:3. მასზე ჰორიზონტალურად დატანილია სამი თანაბარი ზოლი: ცისფერი, თეთრი და მწვანე. თეთრ ზოლზე ცენტრში დატანილია წრეში ჩასმული აყვავებული კურაიის გამოსახულება.

ბაშკირეთის კანონის „ბაშკირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ მიხედვით განსაზღვრულია იმ შენობების სია, რომელზეც მუდმივად უნდა ეკიდოს ქვეყნის დროშა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Закон Башкирской ССР от 25 февраля 1992 № ВС-10/12 «Об изменении наименования государства Башкирская Советская Социалистическая Республика»
  2. Закон Республики Башкортостан от 25 февраля 1992 года № ВС-10/17 «О Государственном флаге Республики Башкортостан»
  3. Закон Республики Башкортостан от 12.02.2003 № 466-з «О внесении изменений в Закон Республики Башкортостан „О государственной символике Республики Башкортостан“».