ქოროღლის ძეგლი
ქოროღლის ძეგლი აზერ. Koroğlu heykəli | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა |
ბაქო, ![]() |
მოქანდაკე | ტოკაი მამედოვი |
თარიღდება | 2012 წლის 21 თებერვალი |
ქოროღლის ძეგლი (აზერ. Koroğlu heykəli) — აზერბაიჯანული ხალხური ეპოსის გმირის, ქოროღლის ძეგლი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ამავე გმირის სახელობის პარკში დგას. ძეგლის ავტორია აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი თოქაი მამედოვი.[1] ქოროღლის ძეგლის დადგმის განკარგულება 2009 წელს გაიცა. გაიხსნა 2012 წლის 21 თებერვალს. გახსნის ცერემონიალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებოდა.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ В Баку установлен памятник Кероглу – ФОТО (2012-01-30). ციტირების თარიღი: 2020-06-19.
- ↑ Официальный сайт президента Азербайджанской Республики - НОВОСТИ » Мероприятия. ციტირების თარიღი: 2020-06-19.