ვლადიმერ მაშკოვი (ძია ვოვა) - მშენებელი. ცხოვრობს მოსკოვში, სამოთახიან კოოპერატიულ ბინაში კალინინის პროსპექტთან, ჰყავს მეუღლე ლუსია და შვილი-ოროსანი კირილე.
გედევან ალექსიძე (მევიოლინე) - ტექსტილის უნივერსიტეტის სტუდენტი-პირველკურსელი (ქ. ივანოვოდან). მოსკოვში ჩამოვიდა, რათა პროფესორ როგოზინისთვის გადაეცა ვიოლინო, რომელიც მას ბანკეტის შემდეგ დარჩა.
ლუდმილა მაშკოვა - ვოვას მეუღლე. ვოვას უშვებს მაკარონების საყიდლად.
გალინა - გედევანის ინსტიტუტის ადმინისტრაციის მკაცრი წარმომადგენელი, რომელსაც გედევანი უამბობს, თუ რატომ გაქრა რამდენიმე წლით.
კირილე მაშკოვი - ვოვას შვილი, სკოლის მოსწავლე, ფილმის სიუჟეტის მიხედვით - ოროსანი (მაშკოვი მას ხუმრობით „ფრიადოსანს“ უწოდებს). ფილმში რამდენიმეჯერ ახსენებენ.
ვიქტორ მანოხინი - ვოვას კოლეგა. მასზე ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ „ობიექტზე ყველა მილი გაუსკდა“. მთელი ფილმის განმავლობაში ვოვა განიცდის, რომ არ გააფრთხილა იგი, თუ სად არის შენახული სანტექნიკის გასაღები.
პროფესორი როგოზინი - მევიოლინე, რომელიც ქალაქ ბათუმში კონცერტზე გამოდიოდა და დაავიწყდა ინსტრუმენტის თან წაღება.
რაეჩკა - გედევანის სასწავლებლის დეკანატის მდივანი. ფილმში არ ჩნდება. გედევანი მას უტოვებს პლანეტიდან ჩამოტანილ ნივთებს იუნესკოში გადასაცემად და განმარტებით წერილს.
ალიკ ალექსიძე - გედევანის ნათესავი, რომელიც ნახსენებია ფილმში. გედევანს სურს მასთან დაკავშირება, ის მისთვის ყველაზე ახლო ადამიანია, ვინაიდან სწორედ მან აღზარდა, მას შემდეგ, რაც გედევანის დედა გარდაიცვალა.
ბატონი პჟ - პლანეტის გუბერნატორი. კარგად ეპყრობა პაცაკებს, რითაც ექსტრემისტულად განწყობილი ჩატლანები უკმაყოფილებას გამოხატავენ
პჟ-ს დედა - მოხუცი ქალი. ატარებს მარწყვისფერ შარვალს, თავზე – ოთხ ნათურას.
კონტრაბანდისტი ნაიარევით - კონტრაბანდისტების მეთაური. იპარავს კც-ს (ასანთის) ნაწილს ვოვასგან და სხვა კონტრაბანდისტებთან ერთად გარბის.
ცალხელა - კონტრაბანდისტის თანაშემწე
კონტრაბანდისტის მეგობარი გოგონა - 30 წლამდე ასაკის ქალი დაღლილი სახით
კონტრაბანდისტთა მეთაურის მონა-ქალი - ლამაზი გოგონა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მონობაში გაყიდეს.
კირრი - ჩატლანი კრატერიდან, ეზიზღება პაცაკები და პჟ. დისიდენტი.
მდიდარი ჯუჯა-კაცი - ყვითელ შარვალში გამოწყობილი, რომელიც ცხოვრობს პლუკის დედაქალაქში.
ქალი გიგანტური მკერდით - აკონტროლებს მაღაროში მიმავალ პირებს.
პლანეტარიუმის თანამშრომელი - ქალი, რომელსაც ზებუნებრივი თვისებები გააჩნია. მან სატელეფონო საშუალებით ვოვა დედამიწასთან დააკავშირა, თუმცა, ვინაიდან გედევანმა მანამდე მოიპარა წარმოდგენის ბროლი, ამ უკანასკნელს ზარის განხორციელებაზე უარი უთხრა.
წითური ჩატლანი - ეპიზოდური პერსონაჟი. ეცილოპის დანახვის დროს ხელოვნური ტონით იცინის.
სხვა ჩატლანები - სხვადასხვა პერსონაჟი, მაგალითად, მაღალი წვერ-ულვაშიანი მამაკაცი, ქალი აბურძგნული თმით, შავგვრემანი ლამაზმანი.
ეცილოპები - მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლები. უყვართ სხვადასხვა ნივთის მითვისება, თავხედურად იქცევიან. ემსახურებიან ბატონ პჟ-ს. ასრულებენ ერთგვარი პატრულის როლს.
შავკანიანი დარაჯი - იმ შემთხვევაში თუ ვინმე ცდილობს ცენტრში უფასოდ შეღწევას, დარაჯი უკვე ელოდება ამ პირს გასასვლელთან და მაინც აიძულებს, გადაიხადოს ბაჟი.
გუშაგები მატარებლის გზად - სხვადასხვა გუშაგი, რომელიც მაღაროში დრო და დრო აჩერებს მატარებელს.
მოსამართლე - მკაცრი და კორუმპირებული. მოგზაურები აიძულა, მისთვის მიეცათ კც, ქაღალდის ქუდი და ძმრის ყლუპი - ქრთამის სახით.
საიდუმლო აგენტი - მწვანე შარვლით. განასახიერებს რიგით მოქალაქეს, მაგრამ სინამდვილეში ატარებს ნათურას.
მსუქანი კაცი ალიკაპით - აკონტროლებს პჟ-ს მითითებების შესრულებას. ფილმის მეორე სერიაში გედევანი და ვოვა მას სცემენ, აჰყავთ მძევლად და შედიან ეციხში, რათა გაათავისუფლონ უეფი და ბი.
პჟ-ს გუშაგი - სამი მამაკაცი პჟ-ს აუზთან.
ეციხების მცველი - ზის ეციხების საცავში, მანამ, სანამ ვინმე არ სთხოვს ამა თუ იმ ეციხის ჩვენებას.
ფეხშიშველი მოგზაური - პლანეტა უზმიდან, 247 ტენტურაში, გალაქტიკა ბეტა-სპირალში. მოგზაურობს გადაადგილების მოწყობილობით. უზმაზე შვილი ჰყავს. ვოვა და გედევანი ქინ-ძა-ძაზე სწორედ მისი წყალობით მოხვდებიან.