ქვიშარის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვიშარის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშარში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვიშარის მაცხოვრის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აფსიდით. კედლები შემორჩენილია ორი მეტრის ან უფრო დაბალ სიმაღლეზე. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. ეკლესია ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით - დუღაბზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12032