ქვემო ყანდაურის ყველაწმინდის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვემო ყანდაურის ყველაწმინდის ეკლესია.

ქვემო ყანდაურის ყველაწმინდის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, ტურისუბანში. განეკუთვნება სავარაუდოდ გვინდა შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (სიგანე 6,2 მეტრი სიგრძე არ დგინდება). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერ დაზიანებულია დანგრეულია გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილი და დასავლეთ კედელი. დარჩენილი კედლები 2,5-3 მეტრ სიმაღლეზე დგას. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი). აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომლის გვერდებში თითო თაღოვანი ნიშაა. აფსიდის კედელზე ორი ტრაპეზია მიდგმული. დირთი აფსიდის ღერძზეა (კედლები მთელ სიმაღლეზე განგრეულია) სარკმლის ქვემოთ. მეორე ჩრდილოეთ მიშას და სარკმლის ს შორის. ჩრდილოეთის კედლებზე აფსიდის მხართან ახლოს, დაბალი ნიშაა. რომლებშიც ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]