ქვემო აკეთის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო აკეთის ნაეკლესიარი — არქეოლოგიური ძეგლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში. ეკლესიის ნანგრევი მდებარეობს მაცხოვრის ეკლესიის დასავლეთით შემაღლებულ ბორცვიდან 10 მეტრში. ბორცვზე მიმოფანტულია თლილი ქვების კვადრები, ასევე იკითხება კედლის ფრაგმენტები ფლეთილი და რიყის ქვებით ნაგები კირის დუღაბის ხსნარზე (სავარაუდოდ გალავნის ნაშთები). კედლის ფრაგმენტები ბორცვის დასავლეთით ვრცელდება და მთელს რელიეფს შემოუყვება. ქვების ყრილები მთლიანად ბორცვის ირგვლივ ფიქსირდება. მთელი რელიეფი დაფარულია ეკალ-ბარდებით და არქეოლოგიური კვლევის გარეშე სხვა დეტალები არ იკითხება. ადგილობრივების გადმოცემით აქ მდგარა ძველი პერიოდის მაცხოვრის მონასტერი, რომლის განადგურების შემდეგაც გვერდით აუგიათ ახალი ეკლესია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9044