ქვედა კვალითის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვედა კვალითის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვალითში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა კვალითის წმინდა გიორგის ეკლესია შვერილაფსიდიანი დარბაზული ტაძარია. დასავლეთიდან 3 სართულიანი სამრეკლო კარიბჭე აქვს მიშენებული. გადახურვა ორფერდაა, გადახურულია თუნუქის ფილებით. ეკლესიას გარშემო რიყის ქვებისგან ამოყვანილი გალავანი აქვს შემოვლებული. ეკლესიაში შესასვლელი კარი ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელზე ერთმანეთის მოპირდაპირედ ორ-ორი თაღოვანი სარკმლის ღიობი აქვს დატანილი, ხოლო საკურთხევლის შვერილ აფსიდაში 3 თაღოვანი სარკმელია დატანილი, საიდანაც მთლიანობაში ნათდება ეკლესიის შიდა სივრცე. ეკლესია ახალი მოხატულია. კანკელი ნაწილობრივ ქვით და ნაწილობრივ ხისგანაა ამოყვანილი. დასავლეთის კედელზე შიგნიდან მიდგმულია ხის კიბის უჯრედი, სადაც ფასადზე მიდგმული სამსართულიან სამრეკლოზე გასასვლელი კარია დატანილი. ეკლესია 1994 წელს აღუდგენიათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21518