ქვედა აჭყვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭყვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა აჭყვაში. ეკლესია XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს,.ტაძრის სიგანე - 8,8 ხოლო სიგრძე - X7,8 .

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა აჭყვას წმინდა გიორგის ეკლესია ბერძნული თემის მიერ XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. საბჭოთა პერიოდში ის მიტოვებული იყო. ტაძრის ამჟამინდელი იერსახე 1990-იან წლებში ისევ ბერძნული თემის მიერ იქნა აღდგენილი. დღეს ტაძარი აქტიურად ფუნქციონირებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ერთაფსიდიან დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ზომებია - 8,8X7,8 მ. ეკლესიის საბურავი თუნუქისაა, რომელმაც, პირვანდელი კრამიტის საბურავი ჩაანაცვლა. აღმოსავლეთ-დასავლეთ გრძივ ღერძზე გაშლილ ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთ და დასავლეთ ფასადების სიმეტრიის ღერძზე თითო არქიტრაული გადახურვის კარია გაჭრილი. სამხრეთ შესასვლელს მოგვიანებით მარტივი კონსტრუქციის კარიბჭე მიაშენეს, რომელსაც, თავის მხრივ, სამრეკლო დაეშენა. კარიბჭე-სამრეკლოს მინაშენი ტაძრის ძირითად მოცულობას საკმაოდ აღემატება ზომით, სხვაობაა არქიტექტურულ განწყობასა და სივრცულ გადაწყვეტაშიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11725