ქერობე პატკანოვი
ქერობე პატკანოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 (16) მაისი, 1833 |
დაბ. ადგილი | დონის ნახიჩევანი, ნოვოროსიის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 2 (14) აპრილი, 1889 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
დასაფლავებულია | სმოლენსკის სომხური სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | აღმოსავლეთმცოდნე[2] , წყაროთმცოდნე[2] , ფილოლოგი[2] და ისტორიკოსი[2] |
მუშაობის ადგილი | ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი[2] |
ალმა-მატერი | ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი[2] , დერპტის უნივერსიტეტი და მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი[2] |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი[2] |
მამა | Petr Patkanov |
დედა | ? Alamdaryan |
შვილ(ებ)ი | Q27925969? |
ჯილდოები | წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი |
ქერობე პეტროსის ძე პატკანოვი (რუს. Керопэ́ Петро́вич Патка́нов; სომხ. Քերովբե Պատկանյան, ქერობე პატკანიანი) (დ. 16 მაისი [ძვ. სტ. 4 მაისი], 1833, დონის ნახიჩევანი — გ. 14 აპრილი [ძვ. სტ. 2 აპრილი] 1889, პეტერბურგი) — სომეხი აღმოსავლეთმცოდნე, სომხეთის ისტორიული წყაროებისა და ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი. პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი 1871 წლიდან. 1885 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
პატკანოვი ავტორია შრომებისა, მ.შ. პუბლიკაციებისა: „ქრონოლოგიური ისტორია, შედგენილია მამა მხითარის, აირივანელი ვარდაპეტის მიერ“ (1869), მალაქია ბერის (გრიგორ აკნერცის): „მონღოლთა ისტორია“ (1871), და „მონღოლთა ისტორია სომხური წყაროების მიხედვით“ (გამოც. I–II, 1873-1874) და სხვ.
ქერობე პატკანოვი იკვლევდა „ქართლის ცხოვრებასთან“ დაკავშირებულ საკითხებს. მისი აზრით, „ქართლის ცხოვრება“ მეტადრე მისი პირველი ნაწილი, უმნიშვნელო ძეგლია. დაწერილია არა უადრეს XI საუკუნისა ვინმე სომეხი ბერის მიერ. „ქართლის ცხოვრების“ პატკანოვისეულმა შეფასებამ ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის და სხვათა გულისწყრომა გამოიწვია.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Опыт истории династии Сасанидов, по сведениям, сообщаемым армянскими писателями, СПБ, 1863;
- Армянская география VII в. по р. Х. (приписываемая Моисею Хоренскому), СПБ, 1877;
- Исследование о составе армянского языка, СПБ, 1864;
- О месте, занимаемом армянским языком в кругу индоевропейских, "Изв. Кавказского отделения Русского географического общества", 1879, в. 6.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 711.
- Русский биографический словарь, т. 13, СПБ, 1902;
- Акопян Э.А. Керопэ Патканян (жизнь и творчество). Ер., 1975.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Патканов Керопэ Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 9 — ტ. 9. — გვ. 152–153.