ქედხუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქედხუდა — შუალედური რგოლი სახელმწიფო აპარატსა და მოსახლეობას შორის, მოქმედებდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში. ქედხუდების თანამდებობა არჩევითი იყო: ცალკეული სოციალური ფენები — ქალაქელები, ვაჭრები, ხელოსნები, ასევე სოფლის მოსახლეობა თავიანთი წრიდან ირჩევდნენ სრულუფლებიან წარმომადგენლებს. პრივილეგირებულ ფენათა წარმომადგენელ ქედხუდებს მდივანბეგთა და მელიქ-მამასახლისის სასამართლოს წევრებადაც ვხვდებით. ქედხუდები, როგორც მოსამართლეები, საქმეს განიხილავდნენ ერთპიროვნულად ან კოლეგიურად. ისინი საქმეს არჩევდნენ მეფის, დედოფლის, კათალიკოსისა და ბატონიშვილების განკარგულებით. ქედხუდები მცირე მნიშვნელობის სამოქალაქო დავებსაც განიხილავდნენ. მათ ხელი არ მიუწვდებოდათ სისხლის სამართლის საქმეების გარჩევაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004
  • მ. კეკელია, სასამრთლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, ტ. 1