მელიქ-მამასახლისის სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მელიქ-მამასახლისის სასამართლო — სასამართლო XVIII საუკუნის საქართველოში. სხვა მოხელეების მსგავსად, მელიქი და მამასახლისი თავიანთ ფუნქიებს ახორციელებდნენ მათ ქვემდებარე ტერიტორიაზე. 1725 წლიდან თბილისის მამასახლისი ითვისებს მელიქის თანამდებობასაც და ეწოდებოდა მელიქ-მამასახლისი. მას ექვედებარებოდა ყოველგვარი სამამულო დავა და ვაჭართა საქმეები თბილისში. ძირითადად, ეს იყო ვალის გადახდასთან დაკავშირებული საქმეები, დავები საკარმიდამო ნაკვეთისა და დუქნის კუთვნილებასთან დაკავშირებით. მელიქ-მამასახლისებისგან გამორჩეულები იყვნენ თბილისისა და გორის მელიქ-მამასახლისები, რადგან ეს უკანასკნელნი უფრო მნიშვნელოვანი მოხელეები იყვნენ, ვიდრე სხვა რეგიონის ანალოგიური პირები[1].

მელიქ-მამასახლისები არასდროს არ არჩევდნენ საქმეს ერთპიროვნულად. ისინი ან თვითონ შედიოდნენ სხვა სასამართლოების შემადგენლობაში, ან თვითონ თავმჯდომარეობდნენ სასამართლოს. მელიქი, მამასახლისი და, ასევე, ქედხუდა, სხვა სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდნენ მაშინ, როდესაც მოდავე მხარეები ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ. მელიქ-მამასახლისის თავმჯდომარეობით გამართულ სასამათლოში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქედხუდებსა და სხვა პირებს[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004 გვ. 408
  2. ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004 გვ. 409