ქარიყლაპია, წერი (ლათ.Esox) — თევზებისგვარიქარიყლაპიასებრთაოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობენ მცენარეულობით მდიდარ მტკნარ ან ოდნავ მომლაშო წყალში. მტაცებელი თევზებია. იკვებებიან როგორც სხვა თევზებით, ისე თავიანთი მოზარდებით, ბაყაყებით, პატარ-პატარა მღრღნელებით და წყალში მცურავი ფრინველებით. სქესობრივად მწიფდებიან 3–4 წლისა. ტოფობენ ადრე გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. დებენ დაახლოებით 17,5–215 ათას ქვირითს. ინტენსიური რეწვის ობიექტია, განსაკუთრებით ბელარუსში.