ქართულ-ჰულაგუიანური დირჰემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქართულ-ჰულაგუიანური დირჰემიXIII საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოჭრილი ვერცხლის მონეტა, რომლის ერთ მხარეს ილხანის სახელის შემცველი ზედწერილია უიღურულად, ხოლო მეორეზე – ქრისტიანული ლოცვა არაბულად:

ვიკიციტატა
„სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ღმერთისა ერთისა“

და ჯვრის გამოსახულება, გარე სეგმენტებში – გამოშვების თარიღი, იშვიათად მოჭრის ადგილი – თბილისი. ამგვარი ფული დიდი რაოდენობით მიმოიქცეოდა აღმოსავლეთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რასაც მათი განძებად აღმოჩენის შემთხვევებიც მოწმობს. საქართველო ერთადერთი იყო ჰულაგუიანების ქვეშევრდომ სახელმწიფოთა შორის, რომელიც მონეტას უშვებდა ქრისტიანული რწმენის სიმბოლოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]