ქართველთ ცხოვრება S-1738
ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ S-1738 — საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში S-1738-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.
ხელნაწერი შეიცავს 320 გვერდს; მისი ზომებია 20,5X17 სმ. შესრულებულია ქაღალდზე. ნაწერია მხედრული ხელით. აქვს მუყაოს ყდა. წიგნი არქიმანდრიტ ანტონ დადიანოვის ეკუთვნოდა. მისი ანდერძიდან ვიგებთ, რომ ხელნაწერი 1834 წ. სოფ. საუქსუში, (დღევანდელი ლიხნი), ჰქონია ანტონ არქიმანდრიტს. მისეული მინაწერი გვამცნობს, რომ ~155 წელი იყო გასული 1836 წელს, რომ აფხაზეთში მღდელთმთავარი არ ყოფილა და არც სამღდელო. ვინ არის ხელნაწერის გადამწერი ან როდისაა გადაწერილი არ ვიცით. ხელნაწერს აქვს, სავარაუდოდ, ანტონ არქიმანდრიტის ხელით შერულებული მინაწერები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს შესახებ ქრონიკებს შეიცავენ. აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობა მაჰმადიანი იყო. 1831 წლისთვის მხოლოდ ერთი — ლიხნის ეკლესია მოქმედებდა. რუსეთის მთავრობამ მისიონერული საქმისთვის ქართველი სამღვდელოება გამოიყენა და აფხაზეთში სამეგრელოს ეპარქის მღვდლები განამწესა. სინოდის გადაწყვეტილებით იღუმენი ანტონ დადიანი 1833 არქმინადრიტის ხარისხში აიყვანეს. 1834 წლის დასაწყისში ის აფხაზეთში ჩავიდა და მისიონერულ მოღვაწეობას შეუდგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (შ) კოლექცია, ტ. III, შედგენილია და დასაბეჭდად გამზადებული: თ. ენუქიძის, ე. მეტრეველის, ქ. ქავთარიას, ლ. ქუთათელაძის, მ. შანიძისა და ქრ. შარაშიძის მიერ, ე. მეტრეველის რედაქციით. თბ., 1963, გვ. 170.
- ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, გვ. 22-23.
- ხორავა ბ. აფხაზეთის სამთავრო XIX ს. 30-50-იან წლებში, წ. ნარკვევი საქართველოს ისტორიიდან აფხაზეთი. თბ., 2007, გვ.242.