ქარა იულუქ ოსმან-ბეი
ქარა იულუქ ოსმან ბეი | |
---|---|
Qaara Yuluq Osman Bəy | |
აყ-ყოიუნლუს ტომის მე–5 მეთაური | |
მმართ. დასაწყისი: | 1403 |
მმართ. დასასრული: | 1435 |
წინამორბედი: | აჰმედ-ბეი ბაიანდური |
მემკვიდრე: | ჯელალედინ ალი-ბეი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1350 |
გარდ. თარიღი: | 1435 (85 წლის) |
მეუღლე: | დესპინა ხათუნი |
დინასტია: | აყ-ყოიუნლუს დინასტია |
მამა: | ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეი |
დედა: | მარია კომნენოსი |
რელიგია: | ისლამი |
ქარა იულუქ ოსმან-ბეი (აზერ. Qara Yuluq Osman Bəy, თურქ. Kara Yuluk Osman Bey; დ. 1350 — გ. 1435) — აყ-ყოიუნლუს ტომის ხელმძღვანელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმან ბეი დაიბადა 1350 წელს. იგი იყო ფაჰრ ედ-დინ ყუთლუ-ბეისა და მარია კომნენოსის მეორე ვაჟი. ოსმანის დაბადების დროს, აყ-ყოიუნლუს ტომის მეთაური იყო ალაედინ თურალი-ბეი.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1386 წელს, ბრძოლაში დაიღუპნენ ოსმანის ძმები და ბიძა, გაზი ბურჰანედინ ბეი, ამიტომ დინასტიის მეთაური გახდა მისი ერთ–ერთი გადარჩენილი ძმა, აჰმედ-ბეი ბაიანდური. ოსმანი ბაიანდურს ბევრჯერ აუჯანყდა, მაგრამ აჰმედმა ოსმანი შეიწყალა.
1403 წელს, აჰმედ ბეი გარდაიცვალა და მისი ადგილი სწორედ ოსმანმა დაიკავა.
ურთიერთობა ყარა-ყოიუნლუს მმართველთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1407 წელს, მოსულთან ახლოს გამართულ ბრძოლაში, ოსმანი ჯარით დაეხმარა ყარა–იუსუფს. ამ ბრძოლაში იუსუფმა გაიმარჯვა.
ერთი წლის შემდეგ, 1408 წელს, იუსუფმა ბრძოლა გამოუცხადა თემურიდ მმართველს მირან-შაჰს. ამ ბრძოლაში დახმარება კვლავ ოსმანს სთხოვა. ოსმანმა თავის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა თავისი შვილი, იბრაჰიმი. ამ ბრძოლაში იბრაჰიმი მოკლეს.
ურთიერთობა შირვანის მმართველთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1435 წელს, ხელშეკრულება დაიდო ოსმანს, შაჰრუჰსა და შირვანის მმართველ, ხალილულა I-ის შორის. ხელშეკრულების პირობით, ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ყარა-ყოიუნლუს სულთნის, ისქანდერის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ, ოსმან ბეი იმავე დღესვე გარდაიცვალა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმან ბეიმ ცოლად შეირთო ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორის ქალიშვილი დესპინა, რომლისგანაც ეყოლა 7 შვილი:
- იბრაჰიმ ბეი (გარდაიცვალა 1408)
- ჰაბილ ბეი (მოკლეს მამლუქებმა 1429 წელს).
- ჯელალედინ ალი-ბეი (გარდაიცვალა 1444).
- ჰამზა-ბეი ბაიანდური (გარდაიცვალა 1444).
- ჰასან ბეი.
- უვეის ბეი.
- იაქუბ ბეი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- İslam Ansiklopedisi, Ak-Koyunlular Mad., Cilt I, s. 254.
- Roemer, “Das turkmenische Intermezzo,” p. 271, n. 26
- J. Woods, The Aqqoyunlu, Clan and Confederatüon NewYork, 1978, s. 54.
- İbn Tannverdi, Ən-Nücum-əz Zahirə, Qahirə, 1942, C. VI , s. 184