ყარა-იუსუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყარა-იუსუფი
əbu nasr qara Yusif noyon ibn məhəmməd
ყარა–ყოიუნლუს სახელმწიფოს მე–2 სულთანი
კორონაცია: 1411
მმართ. დასაწყისი: 1410
მმართ. დასასრული: 1420 (10 წელი)
წინამორბედი: ფირბუდაყი
მემკვიდრე: ისქანდერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1355
გარდ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1420 (65 წლის)
გარდ. ადგილი: უჯანი
შვილები: ფირბუდაყი, შაჰმუჰამედი, ემირ ისფაჰანი, აბუ საიდი, ისქანდერი
სრული სახელი: აბუ ნასრ ყარა იუსუფ ნოიონ იბნ ყარა მუჰამედი
დინასტია: ყარა–ყოიუნლუს დინასტია
მამა: ყარა მუჰამედი
რელიგია: ისლამი, შიიზმი

ყარა-იუსუფი (გ. 1420) — დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბარე ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების — ყარა-ყოიუნლუს ბელადი. ყარა-იუსუფმა დაამარცხა ჯალაირიდების სახელმწიფოს გამგებელი აჰმედი და 1410 წელს საფუძველი ჩაუყარა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს, რომელსაც 1420 წლამდე განაგებდა. ყარა-იუსუფს შირვანზეც ეჭირა თვალი და მის დამორჩილებას აპირებდა. შირვანშაჰმა იბრაჰიმმა საქართველოს მეფე კონსტანტინეს და შაქის გამგებელს სიდი აჰმედს სთხოვა დახმარება. მოკავშირეებსა და ყარა-იუსუფის ლაშქარს შორის ბრძოლა გაიმართა მტკვრის მარცხენა ნაპირზე 1412 წლის დეკემბერში. გამარჯვება ყარა-იუსუფს დარჩა. ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა, მეფე კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა და ყარა-იუსუფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 300 ქართველ აზნაურთან ერთად. ამიერკავკასიის გაერთიანებული ძალების დამარცხების შემდეგ ყარა-იუსუფმა ყურადღება თემურიდთა ირანის სამფლობელოებზე გადაიტანა. შაჰრუხთან (განაგებდა 1405-1447 წწ.) ომის დროს ყარა-იუსუფი მოკვდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]