ქანა
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ქანა قانا | |
ქვეყანა | ლიბანი |
კოორდინატები | 33°12′33″ ჩ. გ. 35°17′57″ ა. გ. / 33.20917° ჩ. გ. 35.29917° ა. გ. |
მოსახლეობა | 10 000 კაცი |
ქანა (არაბ. قانا) — სოფელი სამხრეთ ლიბანში. მდებარეობს ქალაქ ტვიროსიდან სამხრეთით 10 კილომეტრში და 12 კილომეტრში ისრაელის საზღვრიდან. მოსახლეობა 10 000 კაცი, რომელთა უმეტესობა შიიტები არიან, ცხოვრობენ ასევე ქრისტიანებიც.
ქანა საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცნობილია ორი სამხედრო ინციდენტის მეშვეობით, რომელიც ისრაელის არმიამ განახორციელა ლიბანის წინააღმდეგ.
- ქანის ტრაგედია - ისრაელის არმიამ 18 აპრილს შეუტია გაეროს მშვიდობისმყოფელთა პოსტს, რომლის შედეგად დაიღუპა 100 (მათ შორის 52 ბავშვი) ლტოლვილი, რომლებიც გაეროს სამშვიდობოების მზრუნველობის ქვეშ იყვნენ[1][2]
- ქანას დაბომბვა - ისრაელის არმიის შეტევა ლიბანზე ლიბანის მეორე ომის დროს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ლიბანის 28 მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Question of the violation of human rights in the occupied Arab territories, including Palestine: written statement submitted by the Hariri Foundation. გაერო. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია (29 January 2004). ციტირების თარიღი: 16 May 2012.
- ↑ Letter Dated 7 May 1996 from the Secretary-General Addressed to the President of the Security Council. გაეროს უშიშროების საბჭო (7 May 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 2007-07-05.
- ↑ Human Rights Watch puts Qana death toll at 28 დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine. , Reuters, August 3, 2006.