ქალები თურქმენეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალები თურქმენეთში — ქვეყნის მოსახლეობის 50,8%. [1] მათ მინიჭებული აქვთ როლები საზოგადოებაში და მცირე უფლებები გააჩნიათ მამაკაცებთან შედარებით. ქვეყანაში ქალთა უფლებების შესწავლა რთულდება მთავრობის ცენზურისა და სანდო, ოფიციალური მონაცემების არარსებობის გამო.

თურქმენეთის კონსტიტუციის მე -18 მუხლის თანახმად, ქალებს გარანტირებული აქვთ მამაკაცთან გათანაბრებული უფლებები. [2] პრაქტიკაში ისინი განიცდიან რუტინულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკრიმინაციას. ქალებს არ აქვთ უფლება შექმნან ქალთა დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ყველა ასეთი ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული თურქმენეთის ქალთა კავშირის ქვეშ. [3] ისინი შეადგენენ ქვეყნის პარლამენტის 16,8% -ს. ქალების უმრავლესობა მუშაობს სახლში, როგორც დედები ან დიასახლისები, ან ბაზრებში, როგორც გამყიდველები. [4] მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ისლამური ფესვები რამდენიმე საუკუნისაა, თურქმენ ქალებს არ მოეთხოვებათ სახის საფარის ტარება.

ქალები თურქმენეთში
თურქმენეთის ადგილმდებარეობა

თურქმენეთის მოსახლეობა ძირითადად მუსლიმია (89%), მაგრამ ასევე არსებობს მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ მართლმადიდებლური უმცირესობა. [5] ნაყოფიერების საერთო მაჩვენებელი არის 2.09 დაბადებული / ქალი ბავშვი (2015 წლის შეფასებით).

კულტურული როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამზარეულო ქალთა ძირითადი სფეროა. ზოგიერთ ოჯახში არის პატარა ოთახი საჭმლის დასამზადებლად და ჭურჭლის შესანახად. მეზობლები ან ნათესავები ზოგჯერ დაუკითხავად შედიან იქ საშინაო საქმეებში დასახმარებლად. მათ შეუძლიათ თავიანთი დამხმარე საყოფაცხვრებო ნივთები ათხოვონ ერთმანეთს და თან სოციალიზდნენ. საკვების მომზადება ხდება ღია ცის ქვეშ. ხორცის მოწვას და სიმინდის მოყვანას ხელმძღვანელბენ კაცები და ეს მათი სოციალიზაციის შესაძლებლობაა. [6]

სავარაუდოდ, ქალები დისტანცირებას ინარჩუნებენ თავიანთი მამაკაცი კოლეგებისგან. ქალი და მამაკაცი შეიძლება ერთ ადგილზე ისხდნენ და იკვებონ, მაგრამ ისინი სოციალურ შემთხვევებში განცალკევებულად სხდებიან. ზოგი ქალი ქორწინებიდან პირველ წელს ატარებს იაშმაკს, თავსაბურავს. ცოლი თავის შარფის კუთხეს კბილებით იჭერს, რათა თავი შორს დაიჭიროს სტუმრების წინაშე და პატივი სცეს სიმამრს. შარფი მას ასევე იცავს კომუნიკაციისგან. მეუღლემ შეიძლება შეწყვიტოს თავის დაფარვა იაშმაკით ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ, მისი პირველი მშობიარობის შემდეგ ან ოჯახის გადაწყვეტილებით. [7]

პრაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები ატარებენ ტერფამდე სიგრძის აბრეშუმის ან ხავერდის სამოსს, რომელიც ჩვეულებრივ წარმოადგენს კაშკაშა ფორთოხლის, მეწამული, ყვითლის, ცისფერი და მწვანე ფერების ნაზავს. ყელსაბამები გაფორმებულია დახვეწილი ოქროს ძაფის ხელსაქმით, რომელიც ეშვება დაბლა და ამშვენებს ყელის ხაზს პირდაპირ ჭიპისკენ. [8] მდიდრულად გაფორმებული თავსამკაული, საიუველირო ნაწარმი და ნაქარგობა მათი რუტინის ნაწილია. [9] კანონით არ არის საჭირო სახის დაფარვა. [4]

მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეტენის, შინაური აბრეშუმის, წარმოება საჭირო უნარად რჩება. კეტენისგან მომზადებულ სამოსს ატარებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. კეტენისგან დამზადებულ კოსტიუმებს იყენებენ ჩვეულებრივ საქორწილო კაბად. [9] ნაქარგები ტანსაცმელზე ავლენს სხვადასხვა ნიმუშებს, რომლებიც მხოლოდ ოჯახის ნიშანთვისებად არის ცნობილი და განასხვავებს მისი მწარმოებლის ოჯახს.

თურქმენი პედაგოგები და ჯანდაცვის მუშაკები, პირველ რიგში, ქალები არიან. [10]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქმენეთის კონსტიტუციის 25-ე მუხლი მოითხოვს ქორწინებისას ორმხრივ თანხმობას. [2] ორივე პიროვნება უნდა იყოს 18 წელს ზემოთ. შეთანხმებით ბავშვთა ქორწინება ხშირია, ძირითადად ერთი და იმავე ტომის წევრებს შორის. [11]

ქალთა მიმართ ძალადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქმენი ქალები ხშირად განიცდიან ძალადობას. პოლიციელები ზოგჯერ ატარებენ იძულებით გინეკოლოგიურ გამოკვლევას ახალგაზრდა გოგონების ქალიშვილობის შესაფასებლად. თუ მათ სექსუალური ურთიერთობა აღმოაჩნდათ, გოგონას მისი ოჯახი საჯაროდ ამცირებს და არცხვენს. ქალები ხშირად ექვემდებარებიან ოჯახში ძალადობას [3] [10] და, როგორც წესი, არ ატყობინებენ ხელისუფლებას ძალადობის შესახებ, უნდობლობისა და ანგარიშსწორების შიშის გამო.

პოლიტიკური გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები თურქმენეთის პარლამენტის 16,8% -ს შეადგენენ, ხოლო შიდა კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქალების პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას. ამასთან, მთავრობაში ქალთა რეალური მონაწილეობა შეფერხებულია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Index Mundi. “Turkmenistan Demographics Profile 2014.” 30 June 2015. Index Mundi. Web. 30 October 2015.
  2. 2.0 2.1 Constitution of Turkmenistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-12. ციტირების თარიღი: 2020-11-30. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name ":1" defined multiple times with different content; $2
  3. 3.0 3.1 NHC: Women second-class citizens in Turkmenistan. ციტირების თარიღი: 2020-07-23
  4. 4.0 4.1 Turkmenistan: For Women, Mostly Traditional And Difficult Lives. ციტირების თარიღი: 2020-07-23
  5. The World Factbook — Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  6. Genté, Régis. “Second-class citizens.” 17 June 2013. Chronicles of Turkmenistan. Web. 30 October 2015.
  7. Countries and their Cultures. “TÜrkmenistan.” 2015. Countries and their Cultures. Web. 30 October 2015.
  8. Walker, Shaun. “Turkmenistan: Stranger in a very strange land.” 23 October 2011. Independent.co.uk. Web. 30 October 2015.
  9. 9.0 9.1 Central Asia Cultures. “Enjoy Fascinating Cultures of the Silk Road.” 2014. Central Asia Cultures. Web. 30 October 2015.
  10. 10.0 10.1 TURKMENISTAN. ციტირების თარიღი: 2020-07-23
  11. MARRIAGE AND WEDDINGS IN TURKMENISTAN | Facts and Details. ციტირების თარიღი: 2020-07-23