ფურცლებშეზრდილნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფურცლებშეზრდილნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ქვეკლასი:  ფურცლებშეზრდილნი
ლათინური სახელი
Sympetalae

ფურცლებშეზრდილნი ლათ. Sympetalaeორლებნიან ფარულთესლოვან მცენარეთა ქვეკლასი. აერთიანებს ოჯახებს, რომელთა წარმომადგენლებისთვისაც დამახასიათებელია გვირგვინის ფურცლების ნაწილობრივი (გვირგვინის ფურცლების ძირში) ან მთლიანი (გვირგვინის ფურცლების ნახევრამდე ან მთლიანად) შეზრდა.

ფურცლებშეზრდილთა უმეტესობის გვირგვინის ფურცლების შეზდრილი ბაზალური ნაწილი მილს წარმოქმნის, ხოლო ზედა ნაწილს ნაკვეთების, სეგმენტების ან კბილების ფორმა აქვს. ფურცლებშეზრდილთ ახასიათებს აგრეთვე შეზრდილფოთლიანი ჯამი, ციკლური ყვავილი, ყვავილის მილთან შეზრდილი მტვრიანთა ძაფები, ერთსაფრიანი თესლკვირტი.

ფურცლებშეზრდილნი ლათ. Sympetalae ცალკე გამოყო გერმანელმა მეცნიერმა ალექსანდერ ბრაუნმა 1864 წელს, ხოლო 1892 წელს გერმანელმა ბოტანიკოსმა ა. ენგლერმა შემოიღო ტერმინი „მეორეულსაფრიანები“ (ლათ. Metachlamydee). თანამედროვე ფილოგენეზურ სისტემებში ფურცლებშეზრდილნი ცალკე ქვეკლასად არ არის გამოყოფილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]