შინაარსზე გადასვლა

ფულერ ოლბრაიტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფულერ ოლბრაიტი (Fuller Albright) (12 იანვარი, 19008 დეკემბერი, 1969) — ამერიკელი ენდოკრინოლოგი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ სფეროს განვითარებაში, განსაკუთრებით კი კალციუმის მეტაბოლიზმის საკითხში.

ოლბრაიტს მიაწერენ მრავალ აღმოჩენას მედიცინაში. მან აღწერა პოლიოსტოტური ფიბროზი (რომელსაც მოგვიანებით მაკკუნი-ოლბრაიტის სინდრომი დაარქვეს), ჰიპერპარათიროიდიზმის კლინიკური და პათოლოგიური თვისებები და სხვადასხვა ტიპები (პარათიროიდის ჰორმონის გადაჭარბებული წარმოება პარათიროიდის გლანდების მიერ), კუშინგის სინდრომის მექანიზმი, და გამოიცნო მენოპაუზის მნიშვნელობა ოსტეოპოროზზე, სხვა მრავალთა შორის.

1943-44 წლებში იყო ამერიკის კლინიკური გამოძიების საზოგადოების პრეზიდენტი, 1945-46 წწ. შიდა სეკრეციების შესწავლის ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 1946-47 წლებში ენდოკრინული საზოგადოების ხელმძღვანელი. 1955 წელს აირჩიეს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფულერ_ოლბრაიტი“-დან