ფსისგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსისგორი
კოორდინატები: 42°34′11″ ჩ. გ. 44°47′18″ ა. გ. / 42.56972° ჩ. გ. 44.78833° ა. გ. / 42.56972; 44.78833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3351 
ქედი ხევის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ფსისგორი — საქართველო
ფსისგორი
ფსისგორი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ფსისგორი

ფსისგორიმთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარეების ჯუთისწყლისა და ჭაუხისწყლის (ჯუთისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3351 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი და დასავლეთი — დამრეცი. კალთების ქვედა ნაწილი ხევებით არის დანაწევრებული. შემოსილია ალპური ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]