ჯუთისწყალი
იერსახე
| ჯუთისწყალი | |
|---|---|
|
ჯუთისწყლის ქვემო დინება | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
| სათავე |
ხევის კავკასიონი 42°33′27″ ჩ. გ. 44°49′12″ ა. გ. / 42.55750° ჩ. გ. 44.82000° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 3275 მ |
| შესართავი |
სნოსწყალი 42°33′45″ ჩ. გ. 44°42′08″ ა. გ. / 42.56250° ჩ. გ. 44.70222° ა. გ. |
| სიგრძე | 13 კმ |
| აუზის ფართობი | 79,7 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 2,39 მ³/წმ |
|
| |
ჯუთისწყალი — მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მდგენელი. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართობი 79,7 კვ.კმ. სათავე აქვს ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3275 მ-ზე. მარცხნიდან იერთებს მდინარე ქვენამთისწყალს და წარმოშობს სნოსწყალს.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,39 მ³/წმ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.