ფრინტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრინტა
Buschwindröschen2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ბაიასებრნი
ლათინური სახელი
Anemone

ფრინტა (ლათ. Anemone) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახებია. სხვადასხვა ფერის მარტოული ან ნახევრად ქოლგისებურ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები აქვთ. ნაყოფი თესლურაა. ცნობილია 150-მდე სახეობა, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში 5 სახეობაა. ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია Anemone fasciculata. იგი დომინანტობს სუბალპურ და ალპურ ფართოფოთლიან ნაირბალახოვან მდელოებზე. ფრინტის სახეობათა უმეტესობა, განსაკუთრებით Anemone nemorosa (შეიცავს ანემონოლს). Anemone ranunculoides და სხვა შხამიანია. მრავალი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]