ფრინველმდივანი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ფრინველმდივანები)
| ფრინველმდივანი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Sagittarius serpentarius (J.F.Miller, 1779) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 22696221 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ფრინველმდივანი (ლათ. Sagittarius serpentarius) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა.[1] მისი სხეულის სიმაღლე 1 მ აღწევს. გავრცელებულია აფრიკის ველისა და ტყე-ველის რაიონებში. ბუდობს ხეებსა და მაღალ ბუჩქებზე 2—6 მ სიმაღლეზე და უფრო მაღლა. დებს 2—3 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 6—7 კვირას გრძელდება. იკვებება მწერებით (ტერმიტები, კალიები), ქვეწარმავლებით, მღრღნელებით; შხამიან გველს ფეხებით კლავს და ამ დროს თავს ფრთებით იცავს, იშვიათად თავს ესხმის სასარგებლო ფრინველსაც (გნოლი). იცავენ ყველგან როგორც იშვიათ ფორმას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 404.
