შინაარსზე გადასვლა

ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან“
ჟანრი ბიოგრაფიული
დამდგმელი რეჟისორი ჯონ ფრანკენჰაიმერი
პროდიუსერი ჰაროლდ ჰეხტი
სცენარის ავტორი გაი ტროსპერი
ნაწარმოები თომას გადისის
როლებში ბერტ ლანკასტერი
კარლ მოლდენი
მუსიკა ელმერ ბერნშტაინი
ოპერატორი ბარნეტ გაფი
მონტაჟი ედვარდ მანი
სტუდია Informant Media
Butcher's Run Films
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 3 ივლისი, 1962
ხანგრძლივობა 143 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $2 650 000

ფრინველების მოყვარული ალკატრასიდან (ინგლ. Birdman Of Alcatraz) — 1962 წლის ამერიკული ფილმი პატიმარ რობერტ სტრაუდის შესახებ. მთავარი როლის შემსრულებელმა ბერტ ლანკასტერმა მიიღო BAFTA-სა და ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რობერტ სტრაუდი 19 წლის იყო, როდესაც მან მოკლა კაცი კამათში საცეკვაო დარბაზში გოგონას გამო, ალასკაში. მას მიესაჯა თორმეტი წელი ვაშინგტონის შტატის მაკენლის კუნძულის ციხეში. სტრაუდს მხოლოდ მესამე კლასის განათლება ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში იგი სწავლობდა ინჟინერიას, მუსიკას, მათემატიკას და თეოლოგიას კანზას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსებზე. მან ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო და მზად იყო მისი განთავისუფლებისთვის უახლოეს მომავალში. 1916 წლის მარტში, განთავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოკლა ერთი მცველი იმის გამო, რომ ვერ ნახა მისი ძმა.ის გაასამართლეს,დამნაშავედ ცნეს და ჩამოხჩობა მიუსაჯეს. რათქმაუნდა დედამისი ამას არ დათანხმდა. მან შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტ ვუდრო ვილსონს და მის ცოლს. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა მისი ვაჟის სწავლის აღწერილობამ და სულ რაღაც რვა დღით ადრე, სასჯელამდე შეუცვალეს. ერთ  დღეს სტრაუდმა ლივენვოერტის სავარჯიშო ეზოში ორი ჩიტი იპოვა. მან ისინი წიგნების დახმარებით გაზარდა. იმ მომენტიდან მოყოლებული მისი ინტერესები ორნიტოლოგიაში გახდა ვნება. მან იყიდა რამდენიმე   იადონი ჩაატარა ექსპერიმენტები  და დაწერა მისი შედეგების შესახებ. 1931 წლისთვის სტრაუდი იყო იადონის მოვლისა და აღზრდის ექსპერტი. მან დაწერა რამდენიმე სტატია, რომლებიც ციხიდან უკანონოდ გამოიტანა და გამოაქვეყნა. 1942 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ფრინველების დაავადების შესახებ. ეს ითვლებოდა საუკეთესო ნამუშევრად ამ სფეროში. ამასობაში სტრაუდის ნამუშევრები ძალიან ცნობილს ხდიდა. ხალხმა დაიწყო სტრაუდის განთავისუფლების მოთხოვნა და ამან განარისხა ციხის ზოგიერთი ჩინოვნიკი. 1942 წლისთვის სტრაუდი გადაყვანილი იქნა ალკატრასში. მას უბრძანეს რომ დაეტოვებინა ყველა მისი ჩიტი, წიგნები და სხვა პირადი ნივთები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]