ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ
Murnauii.jpg

დაიბადა ფრიდრიხ ვილჰელმ პლუმპე
28 დეკემბერი, 1888
ბილეფილდი, გერმანიის იმპერია
გარდაიცვალა 11 მარტი, 1931(1931-03-11)
სანტა-ბარბარა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება გერმანელი
საქმიანობა კინორეჟისორი
წლები 1919–1931

ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუ (დაბადების სახელი ფრიდრიხ ვილჰელმ პლუმპე, გერმ. Friedrich Wilhelm Murnau; დ. 28 დეკემბერი, 1888 — გ. 11 მარტი, 1931) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი კინორეჟისორი უხმო პერიოდის კინოში. ის ითვლება 20-იანი წლების გერმანული კინო ექსპრესიონიზმის გამორჩეულ პერსონად. მურნაუს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინეს შოპენჰაუერმა, ნიცშემ, შექსპირმა და იბსენმა. ამ უკანასკნელის პიესები ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში იხილა. ამავე პერიოდში უახლოვდება მაქს რეინჰალდს, რომელიც შემდგომ ასევე რეჟისორი გახდება. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მურნაუს იწვევენ ჯარში, სადაც აღმოჩნდება აღმოსავლეთის ფრონტზე, გერმანულ საჰაერო ძალებში.

მურნაუს ყველაზე გამორჩეულ ფილმად ითვლება 1922 წელს გადაღებული ნოსფერატუ, რომელიც არის ბრემ სტოკერის დრაკულას კინო ინტერპრეტაცია. 1924 წელს ეკრანებზე გამოდის ფილმი უკანასკნელი ადამიანი. ინგლისში ეს ფილმი გავიდა უკანასკნელი სიცილის სახელით. მურნაუს ასევე ეკუთვნის გოეთეს ფაუსტის კინო ეკრანიზაცია, რომელიც 1926 წელს გადაიღო. მურნაუ განეკუთვნება გერმანელი რეჟისორების იმ კატეგორიას, რომელმაც პირველად დატოვა გერმანია და ემიგრაციაში წავიდა. რეჟისორების მეორე ტალღა უკვე ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვებს სამშობლოს. მურნაუმ კარიერა გააგრძელა ჰოლივუდში. Fox Studio-ში გადაიღო სამი ფილმი, მზის ამოსვლა (1927), 4 ეშმაკი (1928) და ქალაქელი ქალი (1930). მზის ამოსვლა არაერთ გამოკითხვაში დასახელებულა, როგორც ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად, 2012 წელს Sight & Sound-ის გამოკითხვაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

1931 წელს იმოგზაურა ბორა ბორაზე, სადაც გადაიღო ტაბუ. ეს ფილმი შეიქმნა დოკუმენტური კინოს პიონერთან რობერტ ფლაერტთან თანამშრომლობის შედეგად. ფილმის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, მურნაუ საავტომობილო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. დღემდე მისი ფილმების დიდი ნაწილი დაკარგულად ითვლება.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]