ბრემ სტოკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრემ სტოკერი
Bram Stoker 1906.jpg
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი 1847(1847-11-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [8]
დაბ. ადგილი კლონტარფი[11]
გარდ. თარიღი 20 აპრილი 1912(1912-04-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [8] (64 წლის)
გარდ. ადგილი წმინდა გიორგის მოედანი[12]
დასაფლავებულია გოლდერს-გრინი[11]
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, რომანისტი, თეატრალური კრიტიკოსი, სცენარისტი, საქმისმწარმოებელი[11] და თეატრის დირექტორი[11]
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი[11]
ჟანრი გოთიკური ლიტერატურა
Magnum opus დრაკულა, მზის ჩასვლისას, გველის უღელტეხილი, The Watter's Mou', The Shoulder of Shasta, მის ბეტი, ზღვის საიდუმლოება და The Man
მეუღლე ფლორენს ბელკომი
ხელმოწერა Bram Stoker signature.svg
საიტი bramstoker.org

აბრაჰამ „ბრემ“ სტოკერი (ინგლ. Abraham „Bram“ Stoker; დ. 8 ნოემბერი, 1847, დუბლინი, ირლანდია — გ. 20 აპრილი, 1912, ლონდონი ) — ირლანდიელი მწერალი და მოთხრობების ავტორი, რომლის ყველაზე განთქმული ნაწარმოებია 1897 წელს გამოსული გოთიკური რომანი „დრაკულა“.

ერთ დროს, ის, ასევე ცნობილი იყო, როგორც მსახიობ ჰენრი ირვინგის თეატრალური მენეჯერი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი თეატრის, ლონდონის „ლიცეუმის“ დირექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დრაკულას“ პირველი გამოცემის გარეკანი (1897)

ბრემ სტოკერი დაიბადა 1847 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ დუბლინში, ირლანდია, პროტესტანტულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ აბრაჰამ სტოკერი (1799-1876) და შარლოტა მატილდა ბლეიკ თორნლი (1818-1901). ის იყო მესამე შვიდი დედმამიშვილიდან (უფროსი თორნლი სტოკერი, განთქმული ქირურგი).

ბავშვობაში, შვიდ წლამდე, ავადმყოფობის გამო ვერ დადიოდა. თუმცა მან შეძლო ადვადმყოფობის გადალახვა და დუბლინის უნივერსიტეტში სწავლისას გახდა კარგი ფეხბურთელი და მსუბუქი ათლეტი.

სწავლის დამთავრების შემდეგ სტოკერი მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში და პარალელურად მუშაობდა ჟურნალ „The Evening Mail“-ის ჟურნალისტად და თეატრალურ კრიტიკოსად. ამ პერიოდში ის დაუმეგობრდა ინგლისელ მსახიობ ჰენრი ირვინგს. 1878 წელს ირვინგმა შესთავაზა მას თეატრ „ლიცეუმის“ დირექტორობა. სტოკერი დათანხმდა შემოთავაზებას და გადავიდა ლონდონში. 27 წლის განმავლობაში სტოკერი იყო ირვინგის მენეჯერი ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე (1905).

ირვინგთან მეგობრობა დაეხმარა მას შესულიყო ლონდონის მაღალ საზოგადოებაში. აქ მან გაიცნო ართურ კონან დოილი და ჯეიმზ უისლერი. სტოკერი დაქორწინებული იყო ფლორენს ბელკომბზე, ვისზეც ოსკარ უაილდი იყო შეყვარებული და ვისთანაც სტოკერი ახლოს მეგობრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრემი არის უამრავი ნაწარმოების ავტორი, წარმატება მას მოუტანა განთქმულმა რომანმა „დრაკულა“, გამოცემული 1897 წელს, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა ჯოზეფ ლეფანიუს გოთიკური რომანი „კარმილა“ (1872). რომანზე ის მუშაობდა დაახლოებით 8 წელიწადი და სწავლობდა ევროპულ ფოლკლორს და ლეგენდებს ვამპირების შესახებ.

ბრემ სტოკერი გარდაიცვალა 1912 წლის 20 აპრილს, პროგრესირებადი დამბლის შედეგად.

რომანები და მოთხორებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1882 — „მზის ჩასვლისას“
  • 1914 — „დრაკულას სტუმარი და სხვა საოცარი მოთხრობები“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118798995 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 NooSFere — 1999.
  9. Babelio
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 Dracula / M. HindlePenguin Classics, 2011. — P. xiii.
  12. Dracula / M. HindlePenguin Classics, 2011. — P. xvi.