ფრანჩესკა გაალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრანჩესკა გაალი
Gaál Franciska.jpg
1930-იანი წლების სტუდიური სურათი
დაბადების სახელი ფანი ზილვერიჩი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1903
ბუდაპეშტი, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1972 (69 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1919-1938

ფრანჩესკა გაალი (გერმ. Franciska Gaal, გვარი Sididia Silberspitz, დ. 1 თებერვალი, 1903 — გ. 2 იანვარი, 1972) — უნგრელი და ამერიკელი მსახიობი, ომამდელი კინოს ერთ-ერთი ვარსკვლავი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკა იყო მეცამეტე, ნაბოლარა შვილი მეგობრულ ებრაულ ოჯახში . უკვე სამი წლის ასაკში  გოგონამ  ზეპირად წაიკითხა გრძელი ლექსი უზარმაზარ დარბაზში,  მისიდებიუტი ბებიისა და ბაბუის "ოქროს" ქორწილში შედგა.[2]

როდესაც წამოიზარდა, ფრანჩესკამ მსახიობობა გადაწყვიტა და 1918 წელს, 14 წლის ასაკში, ბუდაპეშტის თეატრალურ აკადემიაში ჩააბარა. ერთი წლის შემდეგ იგი გაცდენების გამო გარიცხეს.  ამის შემდეგ მუშაობდა ქალაქის გერმანულ თეატრში, სადაც უმნიშვნელო როლებს ასრულებდა.

ფრანჩესკამ მსახიობობა მუნჯი კინოს ეპოქაში დაიწყო, თუმცა წარმატება ხმოვანი კინოს გამოჩენისთანავე ეწვია.

Franciska Gaal CM938.jpg

ოცდაოთხი წლის ასაკში მსახიობი შენიშნა ბუდაპეშტის, მოგვიანებით კი-ჰოლივუდის რეჟისორმა ჯო პასტერნაკმა, რომელმაც იგი კინოვარსკვლავად აქცია. 1932 წელს მსახიობმა გააფორმა კონტრაქტი გერმანულ კინოსტუდიასთან UFA. გაალის პირველმა მუსიკალურმა კომედიამ მას დიდი წარმატება მოუტანა. მსახიობმა შეასრულა ილონა ფონ თაკაჩის როლი ფილმში“ პაპრიკა“ (1932). ფრანჩესკა გაალი გახდა აუდიტორიის კერპი ავსტრიაში, გერმანიასა და უნგრეთში. 1933 წელს მსახიობს კონტრაქტი შეუწყვიტეს მისი ეროვნების გამო. იგი ჯო პასტერნაკთან ერთად დაბრუნდა ავსტრიაში.[3]

1933-1937 წლებში მსახიობმა ითამაშა თავის საუკეთესო მუსიკალურ კომედიებში: ლუსი კარელი ფილმში “ჩიბი, სასაცილო გოგონა (1934, რეჟ. მაქს ნეუფელდი), ევა ბალოგი ფილმში „სკანდალი ბუდაპეშტში“ (1934, რეჟისორი გეზა ფონ ბოლვარი), ევა კომედიაში „პეტერი“(1934), მარი ბონარდი ცნობილ ფილმში „ პატარა დედა“(1935). ფრანჩესკას ტემპერამენტმა, მომხიბვლელობამ და  შესანიშნავმა  სამსახიობო ტექნიკამ კომედიებს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა.  მთელი ევროპა მღეროდა სიმღერებს ამ ფილმებიდან. მსახიობმა შექმნა მხიარული, კო,უნიკალური, გულღია გოგონას იმიჯი, რომელიც მაშინვე პოპულარული გახდა. მისი წყალობით, მოკლე, ბიჭური ვარცხნილობა მოდური გახდა, მათ შორის,აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.[4]

კადრი ფილმიდან-1938 წელი

1938 წელს ნაცისტებიდან გაქცეული ჯო პასტერნაკი და ფრანჩესკა გაალი ჰოლივუდში გაემგზავრნენ. რეჟისორი გახდა წამყვანი კინოკომპანია „უნივერსალის“ დირექტორი. სესილ დემილის ფილმში "Filibuster" (1938) მსახიობმა შეასრულა გრეტჰენის როლი. შემდეგ  ითამაშა კიდევ რამდენიმე ფილმში,  ბროდვეის მიუზიკლებში. ამასთან, ფრანჩესკა ვერ გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავი.[5]

1940 წელს ფრანჩესკა გაალი ბუდაპეშტში დაბრუნდა. ომის დროს იგი ნაცისტებს საკუთარი სახლის სარდაფში უნგრელ მეგობრებთან ერთად ემალებოდა. ნაცისტებმა თითქმის სრულად გაანადგურეს გაალების უზარმაზარი ოჯახი - დედა სასტიკად აწამეს ბუდაპეშტის გეტოში, მისი და მოკლეს პრესბურგის საკონცენტრაციო ბანაკში, ძმისშვილი დახვრიტეს ქუჩაში.

1946 წელს მსახიობი ცდილობდა კინოთეატრში დაბრუნებას, მაგრამ ძველი დიდება ვეღარ აღიდგინა.

ორმოციანი წლების ბოლოს გაალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც სიღარიბეში გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული  1973 წლის 2 იანვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bock, Hans-Michael & Bergfelder, Tim. The Concise CineGraph. Encyclopedia of German Cinema. Berghahn Books, 2009.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]