ფობოსი (თანამგზავრი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფობოსი

ფობოსი (ბერძნ. φόβος — შიში) — მარსის ერთ–ერთი თანამგზავრი. აღმოჩენილია 1877 წლის 11 აგვისტოს ამერიკელ ასტრონომის ასაფ ჰოლის მიერ

ფობოსი მდებარეობს 2,77 მარსის რადიუსის მანძილზე პლანეტის ცენტრიდან და ერთ ბრუნს მის გარშემო ანდომებს 7 საათსა 39 წუთსა და 14 წამს, რაც უფრო სწრაფია ვიდრე თვით მარსის ბრუბვა თავის ღერძის გარშემო. რის გამოც ფობოსი ამოდის დასავლეთიდან და ჩადის აღმოსავლეთის მხარეში.

ფობოსი ბრუნავს თავის ღერძის გარშემო იგივე პერიდით რაც მარსის გარშემო, ამიტომაც როგორც მთვარე ერთი მხრით არის მომართული ზედაპირისკენ. მისი ორბიტა მდებარეობს როშის ზღვრის შიგნით და არ იშლება მხოლოდ თავისი შიდა სიმაგრის გამო. ასეთი ორბიტის გამო მისი ზედაპირიდან ცვივა ქვები რომლებიც ხშირად ტოვებენ შესამჩნევ ზოლებს ზედაპირზე. მარსის გრავიტაციული ზემოქმედებია იწვევს ფობოსის სისწრაფის შენელებას, რაც 20 მილიონი წლის შემდეგ გამოიწვევს მის მარსთან შეჯახებას.

ფობოსის ზომებია - 26,6×22,2×18,6 კმ, მის ზედაპირს აღენიშნება უამრავი კრატერი, რომელთაგან ყველაზე დიდი - სტიკნია 9 კმ დიამეტრით. შესაძლებელია ამ კრატერის შექმნამ გამოიწვია მის ზედაპირზე პარალელური ზოლების შექმნაც ამ კრატერის მიდამოებში. ეს ზოლები აღენიშნება 30 კმ. მანძილზე და 100-200 მეტრის სიგანისა და 10-20 მეტრის სიღრმით.

ფობოსის შესწავლა[რედაქტირება]

ფობოსის სურათების გადაღება მოხდა რამდენიმე კოსმოსური აპარატების მეშვეობით, რომელთა მიზანი მარსის ფოტოგადაღება წარმოადგენდა. პირველი - Mariner 9 - 1971 წელს, შემდეგ Viking 1 - 1977 წელს, ფობოსი (КА) - 1989 წელს, Mars Global Surveyor - 1998 და 2003 წლებში, Mars Express - 2004 წელს და Mars Reconnaissance Orbiter - 2007 და 2008 წლებში.

ატმოსფერა[რედაქტირება]

ატმოსფეროს ნიშნები შემჩნეული არ არის

წინასწარმეტყველება ორ თანამგზავრზე[რედაქტირება]

მარსის ორი თანამგზავრის არსებობის ვარაუდი 1610 წელს იოჰან კეპლერმა გამოთქვა. ის ეფუძვნებოდა იმ ლოგიკას რომ თუ დედამიწას აქვს ერთი თანამგზავრი ხოლო იუპიტერს - ოთხი (იმ დროს ცნობილი), ე.ი. მზისგან დაშორების გამო თანამგზავრთა რაოდენობა იზრდება გეომეტრიული პროგრასიით. და ამ ლოგიკის მიხედვით მარსს უნდა ყოლოდა ორი თანამგზავრი.

ჯონატან სვიფტის "გულივერის მოგრაურობის" წიგნის მე-3 თავში, რომელიც ფრინავ კუნძულ ლაპუტას აღწერს, ნათქვამია, რომ ლაპუტას ასტრონომებმა აღმოაჩინეს მარსის ორი თანამგზავრი რომლაბიც 3 და 5 მარსის დიამეტრის მანძილზე ბრუნავენ. სინამდვილეში კი ფობოსი და დეიმოსი მდებარეობენ 1.4 და 3.5 დიამეტრის მანძილზე მარსის ცენტრიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

  • დეიმოსი - მარსის მეორე თანამგზავრი
  • ფობოსი — მარსის თანამგზავრების შემსწავლელი საბჭოთა ავტომატური სადგურების სერია.