სუმბავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუმბავა
მშობ. სახელი: ინდონ. Sumbawa

სუმბავას ტოპოგრაფიული რუკა.
გეოგრაფია
კოორდინატები 08°47′ ს. გ. 118°05′ ა. გ. / 8.783° ს. გ. 118.083° ა. გ. / -8.783; 118.083
არქიპელაგი მცირე ზონდის კუნძულები
ფართობი 15 448 კმ²
უმაღლესი წერტილი 2850 მ
ტამბორა
პროვინცია დასავლეთი მცირე ზონდის კუნძულები
უდიდესი ქალაქი ბიმა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 330 000 (2010)
სიმჭიდროვე 86 /კმ²

სუმბავა (ინდონ. Sumbawa) — ინდონეზიის კუნძული, რომელიც შედის მცირე ზონდის არქიპელაგის კუნძულების ჯგუფში. სუმბავას სიახლოვეს მდებარეობს კუნძული ლომბოკი, დასავლეთიდან სრუტის მეშვეობითაა გამოყოფილი ფლორესს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული სუმბა. ეს ტერიტორია შედის დასავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციაში.

სუმბავას ფართობი შეადგენს 15 448 კმ², აქ ცხოვრობს 1,5 მილიონი ადამიანი. აქ რამდენიმე მოქმედი ვულკანი მდებარეობს, მათგან ყველაზე დიდია ტამბორა (2850 მ), ისტორიაში ამ ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1815 წელს დაფიქსირდა. ამ ამოფრქვევას დაემატა 1833 წელს იავაზე ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევები. ამ ორი ვულკანის ამოფრქვევას 72 000 ადამიანი შეეწირა.

ეს კუნძული შედიოდა მაჯაპაჰიტის იმპერიის შემადგენლობაში. ნიდერლანდელები კუნძულზე პირველად 1605 წელს მივიდნენ, რამდენიმე წლის შემდეგ სუმბავა, ინდონეზიის სხვა კუნძულებთან ერთად ნიდერლანდების იმპერიის კოლონია გახდა.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუმბავაზე არის ცუდად განვითარებული საგზაო ინფრასტუქტურა. სუმბავას ლომბოკთან აკავშირებს ხშირად მოძრავი საბორნე ხაზი, ხოლო ფლორესსთან ასევე მოძრაობს საბორნე ხაზი თუმცა იშვიათად. კუნძულის უდიდეს ქალაქ ბიმას აქვს იავასთან როგორც საბორნე ასევე ავტობუსის ხაზიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: